მასწავლებელი მოსწავლეებს ჩაუტარებს მინი ლექციას, ბუნების როლი ადამიანის ცხოვრებაში. როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა ბუნება. ამ პრობლემიდან გამომდინარე შევთავაზე გაეკეთებინათ საპროექტო თემა: ,,დავიცვათ ბუნება“.მოაწყობენ ექსკურსიას და აღწერენ იმ ადგილებს.ასახავენ ფოტოებზე.
I- აქტივობა.
I-ჯგუფს დავავალებ შექმნან ფოტო ალბომი, სადა ბუნება სილამაზე,სიცოცხლე და ტკივილია...
II -ჯგუფს დავავალებ სკოლის ეზოში დაათვალიერონ გარემო და გააკეთონ ჩანახატები– ,,სუფთა და დანაგვიანებული გარემო“ ინფორმაცია წარმოადგინონ ჩანაწერების სახით.
III-ჯგუფს დავავალებ დააკვირდნენ ყოველდღიურად სკოლის უკან ჩამდინარე მდინარეს,რომელიც იცვლის თუ არა სახეს და ნაგვიანდება. ინფორმაცია წარმოადგინონ ცხრილის სახით.
II-აქტივობა.
პროექტის მონაწილეებმა მოაწყონ ექსკურსია ქალაქ ბათუმში და დაათვალიერონ ,,ბოტანიკური ბაღი“.
III- აქტივობა.
ჯგუფს დავავალებ შეაგროვონ მინდვრის ყვავილების თესლები,დაამუშაონ ნიადაგი .დათესონ და მოუარონ.
IV-აქტივობა.
მთელ ჯგუფთან ერთდ დაიგეგმა, გაზაფხულზე დარგონ სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგები.მოუარონ.
V-აქტივობა.
დაკისრებული დავალებების შესრულების შემდეგ ,დავალებებს წარადგენენ მთელ კლასში პრეზენტაციის სახით.
მონაწილეთა ასაკი–6–7 წლის.
ვადები /თვე.ხანგრძლივობა–4 თვე.
მოსალოდნელი შედეგები–გარემოში სისუფთავის შესანარჩუნებლად ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ქმედებაზე.
მოსწავლეები მივლენ იმ დასკვნამდე,რომ ,,ბუნება სილამაზე,სიცოცხლე და მომავალია ადამიანის არსებობისათვის“.
სამუშაო ენა–ქართული.
პროექტის ფასილიტატორი–მარინე ჩიქობავა.
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი